კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგაზე ორი ისტორიული რეკორდი დაამყარა

Image source: OptaJoe

 

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგაზე „ცრვენა ზვეზდასთან“ ოთხი გოლი გაიტანა და ამ ტურნირის ორი რეკორდი დაამყარა.

ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის არსებობის ისტორიაში ყველაზე სწრაფი პოკერის ავტორი გახდა. პოლონელმა 4 ბურთის გატანას სულ რაღაც 14 წუთი და 31 წამი მოანდომა.

გარდა ამისა, ლიგის ისტორიაში ასევე პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პოკერი ორი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში შეასრულა. პირველად ეს 2013 წელს „დორტმუნდში“ თამაშისას მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ „ცრვენა ზვეზდა“ ბელგრადში 6:0 გაანადგურა.

 

 

ლეგენდარული იურგენ კლინსმანი 10 წლის შემდეგ დაბრუნდა და ბუნდესლიგის გუნდს გაწვრთნის