კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლევან შენგელიას სტატისტიკა მოგებული მატჩის შემდეგ – SofaScore-ის შეფასება (ფოტო)

ლევან შენგელიას თამაშის შეფასება

Image source: Getty Images

 

თურქეთის სუპერლიგის მე-14 ტურის მატჩში ლევან შენგელიას „კონიასპორმა“ სტუმრად „კაისერისპორს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში სტუმართა ქართველმა ნახევარმცველმა უცვლელად ითამაშა. ლევანი 90′ წუთში 37–ჯერ შეეხო ბურთს, 23-ჯერ ზუსტი გადაცემა გააკეთა, ერთხელ კარს მიღმა დაარტყა, ერთხელ საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან, 2-ჯერ მეტოქეს ბურთი წაართვა, ერთხელ წარმატებული დრიბლინგი შეასრულა, ხოლო გადაცემათა სიზუსტემ 92% შეადგინა.

SofaScore-მა შენგელიას თამაში დაბალი 6,4 ქულით შეაფასა. ყველაზე მაღალი შეფასება მატჩში მიიღო ნეიც სკუბიჩმამა – 7.9 ქულა, რომელიც შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ, შენგელიას “კონიასპორმა” სეზონის მე-5 გამარჯვება მოიპოვა და ამჟამად 18 ქულით სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილზეა.

 

 

წყარო – sofascore.com

 

 

 

 

 

 

რამდენი ქულით შეფასდა საბა ლობჟანიძის თამაში “ბეშიქთაშთან”