კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ლევან შენგელიას სადებიუტო და გამარჯვების გოლი თურქეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

Image source: İttifak Holding Konyaspor

 

თურქეთის სუპერლიგის მე-18 ტურში ლევან შენგელიას „ქონიასპორი“ „ანკარაგიუჯუს“ სტუმრად დაუპირისპირდა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, ანგარიშით 1:0.

აღნიშნული შეხვედრის გმირი ქართველი შემტევი გამოდგა. ლევანი მოედანზე 87-ე წუთზე გამოჩნდა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-2 წუთზე მეტოქის კარში გამარჯვების გოლი გაიტანა.

ლევანმა თურქეთის სუპერლიგაში მეათე შეხვედრა ჩაატარა და ეს მისთვის სადებიუტო გოლი იყო. მისი გოლით „ქონიასპორმა“ 10-თამაშიანი და 3-თვიანი მოუგებელი სერია დაასრულა, რადგან ეს იყო პირველი გამარჯვება ოქტომბრის შემდეგ.

შენგელიას გუნდი 18 ქულით სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილშია, მე-14 პოზიციაზე.

ლევან შენგელიას გამარჯვების გოლის ხილვა შეგიძლიათ აქ.

 

ევროპის ტოპ-5 მატჩი: რომელ მატჩს ვუყუროთ შაბათ-კვირას?