Image source: Konyaspor
თურქეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში „ქონიასპორი“ „ტრაბზონსპორთან“ 1:3 დამარცხდა. ლევან შენგელიამ კი გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა თავი 88-ე წუთზე გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ლევანმა ძალიან ცოტა ითამაშა, მწვრთნელმა მოედანზე მხოლოდ 86-ე წუთზე შეუშვა.
ლევან შენგელიას მიმდინარე სეზონში 17 თამაშში 3 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს, „ქონიასპორი“ კი 22 ქულით მე-14 პოზიციაზეა.
წყარო – Konyaspor
ვიდეობი
ფოტოები