კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლევან მაისაშვილმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის სამატჩო შემადგენლობა დაასახელა (ფოტო)

Image source: rugby.ge

 

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის 23-კაციანი, სამატჩო შემადგენლობა დაასახელა.

წლის პირველ შეხვედრას, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მთავარ კონკურენტ რუმინეთის ნაკრებთან, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 1 თებერვალს თბილისში, “დინამო არენაზე”გამართავს, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნებს რუმინელებთან საშინაო მატჩი 2003 წლის შემდეგ აღარ წაუგიათ, ყველაზე დიდი სხვაობით კი მეტოქე 2016 წელს, 38:9 ანგარიშით დაამარცხეს. შარშან გუნდებმა რუმინეთის ქალაქ კლუჟში ითამაშეს და საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 18:9 ანგარიშით დაამარცხა.

 

სამატჩო შეამდგენლობა იხილე აქ:

 

წყარო – rugby.ge

 

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ შესაძლოა აზიის ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირი გააუქმოს