კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლევან მაისაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონთან გასამართი პირველი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

ბორჯღალოსნების შემადგენლობა ბოკესთან

Image source: rugby.ge

 

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გასამართი პირველი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

თამაში 2 ივლისს, ქალაქ პრეტორიაში საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება. ეს პირველი თამაშია, რომელსაც ბოკე მსოფლიო თასის ფინალური მატჩის შემდეგ გამართავს.

26 ივნისს ნიდერლანდებთან გამართული მატჩის შემდეგ, უცვლელი დარჩა ხაზი. ცვლილებებია შერკინებაში. მარქაფაში 6 მორკინალია და მათგან ერთ-ერთი დებიუტანტია – ბურჯი ლუკა ჯაფარიძე.

9 ნომრის პოზიციას გელა აფრასიძე გააძლიერებს, ხოლო ხაზში გიორგი ბაბუნაშვილი შევა.

 

 

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

 

 

 

სამხრეთ აფრიკის 23-კაციანი შემადგენლობა ბორჯღალოსნებთან გასამართი პირველი ტესტ-მატჩისთვის