კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლევან მაისაშვილმა ირლანდიასთან ბორჯღალოსნების რაზმი დაასახელა (ფოტო)

ბორჯღალოსნები ვარჯიშის დროს

Image source: Georgian Rugby ფეისბუკ გვერდი

 

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურის მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. რვა ერის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველო 29 ნოემბერს დუბლინში, “ავივა სტედიუმზე” ირლანდიის წინააღმდეგ საქართველოს დროით 18:00 საათზე გამართავს.

ირლანდიასთან გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე 70-ე კეპს მოიხვეჭს, თამაზ მჭედლიძე კი მე-60-ეს. ხაზის მოთამაშეების კეპების ჯამი 260-ს შეადგენს.

ბორჯღალოსნები ინგლისიდან დუბლინში დღეს გაემგზავრნენ და ხვალ კაპიტნის ვარჯიში აქვთ. შემადგენლობა უკვე დაასახელა ირლანდიის ნაკრებმაც.

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

 

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა Fantasy Football-ის ვერსიით (ფოტო)