კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლევან მაისაშვილმა და მერაბ შარიქაძემ პირველი ტესტ-მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს

მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ პრესკონფერენცია გამართეს

Image source: rugby.ge

 

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, 2 ივლისს ქალაქ პრეტორიაში, მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გასამართი პირველი ტესტ-მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს.

მაისაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე და აღნიშნა:

“მსოფლიოს ჩემპიონთან თამაში ჩვენთვის დიდი შესაძლებლობაა და ვაფასებთ ამ გამოწვევას. გავეცანი სამხრეთ აფრიკის რაგბი დირექტორის, რასი ერასმუსის, მთავარი მწვრთნელის – ჟაკ ნიენაბერისა და მოთამაშეების კომენტარებს. სასიამოვნოა, რომ მეტოქე გვაფასებს და თამაშს სრული სერიოზულობით ეკიდება. ის ფაქტი, რომ მათ შემადგენლობაში 18 მსოფლიოს ჩემპიონია, ჩვენს მოტივაციას აასმაგებს. ეს არის შანსი, რომ გამოვცადოთ საკუთარი შესაძლებლობები მსოფლიოს უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭები ამ გამოწვევას ღირსეულად მიიღებენ, მაქსიმუმს გაიღებენ და მოედანს თავაწეულები დატოვებენ.

ვეცდებით კარგი თამაში ვაჩვენოთ, განსაკუთრებით იმ კომპონენტში, სადაც სამხრეთ აფრიკა განსაკუთრებით ძლიერია. ველოდებით ძალისმიერ თამაშს და მეტოქეც ამის მოლოდინშია. ჩვენც გვაქვს პრეტენზია, რომ კონტაქტის არეალში არავისზე ნაკლებები ვართ და გვაინტერესებს ვნახოთ, როგორ გავუძლებთ ამ გამოწვევას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იქნება გახსნილი და ღია თამაში. აფრიკელებს სწრაფი, მორკინალებზე არანაკლებ საშიში ხაზის მოთამაშეები ყავთ“.

შარიქაძე კი მიიჩნევს, რომ გუნდი ამ ეტაპისთვის კარგადაა მომზადებული:

“მსოფლიოს ჩემპიონთან თამაში დიდი პატივია, მით უმეტეს ზედიზედ ორი და თანაც ისე, რომ სამატჩო შემადგენლობაში 18 მსოფლიოს ჩემპიონია. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. ისინი შეეცდებიან, რომ საუკეთესო თამაში აჩვენონ და ჩვენც იგივეს ვაპირებთ. არაერთი ტრავმისა და სირთულის ფონზე, ამ ეტაპისთვის კარგად მოსამზადებლად ყველაფერი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა.

ყველას კარგად ესმის, რომ გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი მხოლოდ ერთი კომპონენტის ხარჯზე ვერ გახდება. სამხრეთ აფრიკა ძალისმიერ რაგბთან ერთად მაღალ სისწრაფეზეც თამაშობს. ისინი საუკეთესოები არიან ყველა კომპონენტში და ამიტომაც გახდნენ ჩემპიონები. ეს კარგად გვაქვს გააზრებული და ველოდებით მოედანზე გასვლას”.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად, ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკისა, ხოლო 17 ივლისს თბილისში, შოტლანდიის წინააღმდეგ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი კვართებით ითამაშებენ.

 

 

 

 

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

 

 

 

ნიკოლოზ ქუთათელაძემ ტესტ-მატჩში დუბლის ავტორი გახდა (ვიდეო)