კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ლევან მაისაშვილი: “თამაშიდან თამაშამდე უკეთეს რაგბს ვთამაშობდით”

მაისაშვილის კომენტარი ფიჯისთან მარცხის შემდეგ

Image source: rugby.ge

 

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ფიჯის ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. ქართველი მწვრთნელის განცხადებით, მიუხედავად ყველა წაგებისა, გუნდი თამაშიდან თამაშამდე უკეთეს რაგბს თამაშობდა.

„პირველივე წუთებიდან ჩვენ თვითონ მოვიქციეთ წნეხში თავი და მისგან ვეღარ გამოვედით. პირველ შერკინებაზე იყო მსაჯის გაუგებარი გადაწყვეტილება, რამაც საქმე კიდევ უფრო გაგვირთულა. დაგეგმილი გვქონდა, რომ ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაგვეტანა და იქ გვეთამაშა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. ფიჯი ის გუნდია, რომელიც წუთიერ მოდუნებასაც არ გპატიობს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა შეხვედრა დავთმეთ, თამაშიდან თამაშამდე უკეთეს რაგბს ვთამაშობდით, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ და ახლა სულ სხვა გუნდი ვართ, ვიდრე ტურნირის დაწყებამდე ვიყავით. ამ პერიოდში ვიმუშავეთ ბევრ ისეთ დეტალზე, რისი საშუალებაც აქამდე არასდროს გვქონდა. ფიჯისთან მოგების რეალური შანსი იყო, მაგრამ გამოცდილებისა და ზოგიერთ პოზიციებზე სიღრმეების არქონის პირობებში, ამის გაკეთება ძალიან რთულია.

გუნდში მრავლად ითამაშეს ახალგაზრდებმა, რომელთაც დიდი ხანია, 20-წლამდელთა ნაკრებიდან ვაკვირდები. მათ უდიდესი შრომა გაწიეს და განსაცვიფრებელი პროგრესი განიცადეს. მათ მოლოდინს გადააჭარბეს და ეს ყოველდღიური რუტინული შრომის შედეგია” – თქვა მაისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა რვა ერში ოთხივე თამაში წააგო და ტურნირში ბოლო, მე-8 ადგილი დაიკავა.

 

წყარო – Rugby.ge

 

4 თამაში და 4 მარცხი: შემოდგომის ერთა თასი ბორჯღალოსნებისთვის დასრულებულია (ვიდეო)