კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ლევან მაისაშვილი: “რთული კვირა იყო, მაგრამ მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა”

ლევან მაისაშვილის პრესკონფერენცია

Image source: rugby.ge

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრებს 23:6 მოუგო. მატჩის შემდეგ კომენტარები მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთეს. მაისაშვილის თქმით, რთული კვირა ჰქონდათ, მაგრამ კარგად მოემზადნენ და შედეგიც მიიღეს.

„დაგეგმილი 5 ქულა ავიღეთ. ესპანეთის შემდეგ რთული კვირა გვქონდა, რადგან ფაქტობრივად სულ მგზავრობაში ვიყავით და ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან კარგი თამაში აჩვენეს. როგორც მატჩის წინ ავღნიშნე, მარტო მოგებაზე არ ვართ ორიენტირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი მოთამაშეებისთვის შანსის მიცემა. ბაბუნაშვილს ძალიან კარგი დებიუტი ჰქონდა. მან ბევრი იშრომა ამ შანსისთვის და ეს სრულებით დაიმსახურა.

ისე, როგორც ექვსი კვირის წინ, რუსეთმა დღესაც კარგად დაიწყო, მწვრთნელებს აშკარად ბევრი აქვთ ნამუშევარი და დარწმუნებული ვარ, შემდეგ თამაშებში რუსეთი ბევრად უკეთესი იქნება. ექვსი კვირის წინ თბილისში ჩატარებული მატჩი, ჩვენთვის პირველი იყო შემადგენლობის და შეკრების კუთხით. ახლა უკეთ მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა” -თქვა მაისაშვილმა.

მერაბ შარიქაძემ განაცხადა, რომ გუნდმა კარგი თამაში ჩაატარა. გამარჯვება კი რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ მორაგბეს მიუძღვნა და თქვა, რომ მას არასდროს დაივიწყებენ:

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ძმა დავკარგეთ – გიორგი ლომთაძე, „ჩორნა“ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა… ის ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან საყვარელი ადამიანი იყო. იმედია, სადაც არის, ჩვენი ესმის და მინდა იცოდეს, რომ ძალიან მაგრად გვიყვარს, ყოველთვის გვემახსოვრება და მთელი ნაკრები, მის ოჯახს ცხარე გულით უსამძიმრებს…

რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ, კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და კარგი ლელოებიც გავიტანეთ. თავისთავად იყო შეცდომებიც, რასაც ვერ გავექცევით, თუმცა ვთვლი, რომ მატჩიდან მატჩამდე ვვითარდებით. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ასპექტები ჯერ კიდევ გამოსასწორებელი გვაქვს, სანახაობრივი ლელოები გავიტანეთ და შემდეგ თამაშზე კიდევ უფრო თავდაჯერებული ვიქნებით” – აღნიშნა შარიქაძემ.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 14 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში თბილისში, 28 მარტს, რუმინეთს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მორაგბეებმა რუსები ზედიზედ 20-ჯერ დაამარცხეს.

 

წყარო – Rugby.ge

 

რაგბი – საქართველომ რუსეთში მარტივი გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)