კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ლევან მაისაშვილი: “რეალურად ომში ვიყავით და ამ ომს თავი კარგად გავართვით”

ლევან მაისაშვილის მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: rugby.ge

 

რაგბის ევროპის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები თბილისში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს – 28:17.

ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი მათი თამაშით და პროგრესით კმაყოფილი იყო:

„თამაში ჩვენთვის უჩვეულოდ დაიწყო. ძალიან რთულია ამდენი ხანი კაცნაკლულმა ითამაშო და ამან ცოტათი აგვრია, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე უნდა მომხდარიყო. ეს დიდი გამოცდილებაა, განსაკუთრებით ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რომ ისწავლონ როგორ უნდა გაართვა თავი ამოცანას წნეხში. მიუხედავად ამისა, კარგი თამაში გამოგვივიდა ტაქტიკურადაც და ტექნიკურადაც. მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულები დავრჩით, ვითამაშეთ და ამან შედეგი გამოიღო. მე ამაყი ვარ ამ ბიჭებით, რადგან რეალურად ომში ვიყავით და ამ ომს თავი კარგად გავართვით.

მოკლე პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა, მიუხედავად იმისა, რომ შრომა გვიწევდა პანდემიის, გაურკვევლობის და რაგბის კავშირში არეულობის ფონზე. ძალიან რთული იყო ამისგან დამოუკიდებლად საქმის კეთება. შემოდგომის ერთა თასიდან დაწყებული, ყველა ჩვენი ნაბიჯი იყო წინსვლა. ეს იმ დროს, როდესაც ძალიან ბევრმა მოთამაშემ დატოვა ნაკრები, ამას დაერთო ტრავმები და მრავლად მოგვიწია ახალგაზრდა მოთამაშეების დამატება. შემოდგომის ერთა თასზე გუნდი ძალიან გაიზარდა და იყო მოლოდინი, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ყველა თამაშს დიდი სხვაობით მოვიგებდით. მაგრამ მას შემდეგ შემადგენლობა 50-55%-ით შეიცვალა. მიუხედავად ამისა, ჩვენი თამაში და თავდაჯერებულობა ვიპოვეთ. ჩვენ ვიზრდებით და წლიდან წლამდე კიდევ უფრო გავიზრდებით, რის იმედსაც ეს ბიჭები მაძლევენ“, – განაცხადა მაისაშვილმა.

 

 

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

 

ლევან კობიაშვილი: “თქვენი მხარდაჭერა “დინამო არენაზე” განსაკუთრებით იგრძნობოდა!”