კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ლევან მაისაშვილი: “ფიჯის ძალიან კარგად ვიცნობთ და ძალების აღდგენაზე ვართ ფოკუსირებული”

მაისაშვილის კომენტარი

Image source: rugby.ge

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა რვა ერის ბოლო მატჩის წინ, რომელსაც “ბორჯღალოსნები” ფიჯისთან გამართავენ, კომენტარი გააკეთა. მაისაშვილის განცხადებით, ისინი ამ ეტაპზე ძალების აღდგენაზე მუშაობენ და მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები კარგად იციან.

„რადგან ირლანდიას კვირას ვეთამაშეთ, მომდევნო მატჩისთვის მოსამზადებლად ჩვეულებრივზე ერთი დღით ნაკლები გვაქვს. რადგან ტურნირის ბოლო კვირაა, ძალების აღდგენაზე ვართ ფოკუსირებული და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ დეტალები. გვაქვს დაბალი და საშუალო ინტენსივობის ვარჯიშები.

სისტემური რაგბი ფიჯის ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა და არა მგონია მათ შეტევას უთამაშებლობა დაეტყოს. ფიჯის ბრწყინვალე ინდივიდუალისტები ყავს, რომლებიც დასვენებულები არიან და თუ თამაშის საშუალება მივეცით, დიდ საფრთხეს შეგვიქმნიან. მას შემდეგ, რაც მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, ფიჯის არ უთამაშია და არ ვიცით რას შემოგვთავაზებენ სისტემურად და ტაქტიკურად.

მთლიანობაში, ჩვენთვის ნაცნობი გუნდია, კარგად ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და როგორ შევძლებთ ამის გამოყენებას, თამაშში გამოჩნდება. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სტატიკურ ფაზებს, დერეფანს და შერკინებას, შეჯგუფებებში დომინირებას და თუ აქ კარგად ვიქნებით, მოგებას შევძლებთ.

ამ ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია ბურთზე კონტროლი. თუ ფიჯის ისევე დავუთმობთ ბურთს, როგორც ირლანდიას, ძალიან გაგვიჭირდება. ვეცდებით თამაში მეტოქის ნახევარზე გადავიტანოთ და იქ ვიბრძოლოთ” – თქვა მაისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 5 დეკემბერს, ფიჯის დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 16:00 დაიწყება.

 

წყარო – Rugby.ge

 

მარადონას ბოლო მესიჯი, რომელიც თავის 7 წლის შვილს ეხება