კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლევან მაისაშვილი: “მსოფლიო თასის შემდეგ, ყველა მორაგბეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს”

Image source: Georgian Rugby ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში, 18:00 საათზე რუმინეთს „დინამო არენაზე“ შეხვდება. ტრადიციულად, შეხვედრამდე 2 დღით ადრე, გუნდმა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართა.

ვარჯიშის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა მცირე კომენტარი გააკეთა:

ლევან მაისაშვილი: „ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ილუზია იმისა, რომ მოკლე პერიოდში რადიკალური ცვლილებები მოხდებოდა არავის გვქონდა. ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა, რომ ვაჩვენოთ აგრესიული და შემტევი რაგბი. განვლილი მსოფლიო თასის შემდეგ, ყველა მორაგბეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს და ვეცდებით გულშემატკივარს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ. როგორც წესი, პირველ მატჩს ყოველთვის ახლავს ტექნიკური წუნი და ვცდილობთ შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ. ყველას აქვს შეგრძნება, რომ უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე იაპონიაში გამოჩნდა და ამის დამტკიცებას ვეცდებით. ეს მარტივი არ იქნება, რადგან ფავორიტს ყველა განსაკუთრებული მოტივაციით ეთამაშება, თუმცა ეს ჩვენთვის გამოწვევაა“.

 

 

 

წყარო – rugby.ge

 

ლევან მაისაშვილმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის სამატჩო შემადგენლობა დაასახელა (ფოტო)