კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ლევან მაისაშვილი: “მნიშვნელოვანია ჩვენ რას გავაკეთბთ და როგორ გამოვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს”

ლევან მაისაშვილის კომენტარი მატჩის წინ

Image source: rugby.ge

 

შემოდგომის ერთა თასის პირველ რაუნდში, თვიქენჰემზე ინგლისთან გამართული მატჩის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, კვირა და ორშაბათი მოთამაშეთა აღდგენასთან ერთად მატჩის ანალიზს დაუთმო და მაისაშვილმა ცივ გონებაზე, დადებითი და უარყოფითი მხარეები შეაფასა:

„ინგლისთან ბურთს უფრო მეტხანს ვაკონტროლებდით, ვიდრე შოტლანდიასთან, თუმცა ეს შედეგზე არ აისახა და ამით რა თქმა უნდა უკმაყოფილო ვარ. ჩვენს მთავარ პრობლემად თამაშის მართვა რჩება, რაც ასეთი დონის მეტოქესთან გასაგებიცაა. რამდენჯერმე გვქონდა კარგი მომენტი და სწორი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ქულების აღება შეგვეძლო, მაგრამ მომენტი ვერ დავიჭირეთ. პრობლემად რჩება სტატიკური ფაზები. ჯარიმიდან ბურთი აუტში სამჯერ ვერ გადავიტანეთ, აქედან ორჯერ 22-ში, რაც ნერვიულობის და გამოუცდელობის ბრალია. ასეთ დონის მოწინააღმდეგესთან ქულის აღების შანსი ბევრი არ გვაქვს და მაქსიმალურად უნდა ვისწავლოთ მათი გამოყენება. ინგლისთან შანსები საკმარისად გვქონდა, თუმცა მათი რეალიზება ვერ მოხერხდა.

უპირატესობის ხაზი რამდენჯერმე კარგად გადავკვეთეთ, მაგრამ ამას არ მოყვა გაგრძელება. ძლიერ გუნდებთან გვაკლია ის სითამამე, რაც ჩვენი და შედარებით დაბალი დონის გუნდებთან გვაქვს. სწორედ ასეთმა თამაშებმა უნდა მოიტანოს გამოცდილება, რის შემდეგაც მეტოქის წნეხში მოქცევას მოვახერხებთ.

შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ ოდნავ უკეთესი სურათი გვქონდა მოლში, თუმცა ეს კომპონენტი პრობლემად რჩება. ამ კვირაში სავარჯიშოდ უფრო მეტი დრო გვაქვს და დარწმუნებული ვარ მომდევნო თამაშებში კიდევ უფრო კარგად ვითამაშებთ. ეს აუცილებელია, რადგან სხვა შემთხვევაში ყველა მეტოქე დიდ პრობლემებს შეგვიქმნის. ინგლისმა თავისი 22-ივე დერეფანი სუფთად წაიღო და მნიშვნელოვანია მეტოქეს ხელი შევუშალოთ.

დაცვაში რამდენიმე ურთულესი შეტევა მოვიგერიეთ, მათ შორის 5-მეტრიანი შერკინებიდან და ჩვენს 22-ში. გავძელით ფიზიკურად და მენტალურად და ეს დასაფასებელია. პროგრესი გვაქვს დისციპლინის კუთხითაც. ამ თამაშიდან კარგი გაკვეთილი მივიღეთ და ეს გამოცდილება აუცილებლად გამოგვადგება. იმედს ვიტოვებ, რომ როგორც ამ თამაშში გამოსწორდა გარკვეული კომპონენტები, ასევე იქნება მომდევნო შეხვედრაშიც.

უელსი შეტევაში მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მართალია 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ შემადგენლობა იგივე დარჩა, მაგრამ ახლა სხვაგვარად გამოიყურება. მისმა შედეგებმა შეცდომაში არ უნდა შგვიყვანოს. მას შეტევაში ინგლისზე მეტი ოფცია აქვს, სტატიკურ ფაზებში სიურპრიზებს უნდა ველოდოთ და დაცვაში მეტი ფიქრი გვმართებს. აქაც უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ ბალანსი შეტევასა და დაცვაში.

თამაშის გეგმა შემუშავებული გვაქვს. ბიჭებთან გვქონდა ინდივიდუალური და გუნდური ანალიზი. ვეცდებით დავხვეწოთ სტატიკური ფაზები და შეტევაში თამაში. მნიშვნელოვანია ჩვენ რას გავაკეთბთ და როგორ გამოვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს“, – ამბობს ლევან მაისაშვილი.

 

 

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

 

კოტე მიქაუტაძე: “განვლილი თამაშების ანალიზის შედეგად უნდა გამოვასწოროთ ჩვენი სუსტი მხარეები”