კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლევან მაისაშვილი: “ჩვენ ვიცით რას შემოგვთავაზებს ინგლისის ნაკრები”

ლევან მაისაშვილის მატჩისწინა კომენტარი

Image source: Georgian Rugby ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს ნაკრები ინგლისში სრული შემადგენლობით გუშინ შეიკრიბა, ჩააბარა კოვიდ-ტესტები და მათ პასუხებამდე კონტაქტური ვარჯიშები აკრძალული აქვთ. ლევან მაისაშვილის თქმით, ამ პერიოდს ის გუნდისთვის სათამაშო ტაქტიკისა და სქემების გაცნობას დაუთმობს.

შემოდგომის ერთა თასის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, ონლაინ-პრესკონფერენცია გამართეს.

“არა მგონია ამას დიდი მნიშვნელობა ქონდეს. ჩვენ ვიცით რას შემოგვთავაზებს ინგლისის ნაკრები. ისინი გამოირჩევიან აგრესიული დაცვით, ფიზიკურობით, პრაგმატული თამაშით და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ფორვარდით ითამაშებენ. ჩვენ უნდა შევძლოთ მათი შეტევების განეიტრალება და ბალანსის დაცვა შეტევასა და დაცვას შორის.

ჩვენ მოგვიწევს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელსაც ასევე ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ყავს. ამ ტურნირზე ჩვენი მიზანია, რომ თამაშიდან თამაშამდე განვვითარდეთ და გავიზარდოთ“, – განაცხადა მაისაშვილმა.

 

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

 

 

თორნიკე შენგელიამ “ხიმკისთან” 10 ქულა ჩააგდო