კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ლევან მაისაშვილი: “”ბოკე” მარტივ და ეფექტურ, თავდაჯერებულ სტილს მისდევს და ფაქტია”

ლევან მაისაშვილის პრესკონფერენცია აფრიკიდან

Image source: rugby.ge

 

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და შერკინების მწვრთნელმა ილია მაისურაძემ სამხრეთ აფრიკაში პირველი პრესკონფერენცია გამართეს და მსოფლიოს ჩემპიონთან 2-მატჩიანი სერიის მოლოდინებზე ისაუბრეს.

საქართველო “სპრინგბოკსს” 2 ივლისს ქალაქ პრეტორიაშია, ხოლო 9 ივლისს ქალაქ იოჰანესბურგში ეთამაშება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამხრეთ აფრიკას მსოფლიო თასს მიღმა შევხვდებით.

“ამ ორ თამაშში ჩვენი მიზანი საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომის ერთა თასის შემდეგ ტრავმების გამო ძალიან ბევრი მოთამაშე გამოგვაკლდა, გვსურს ვნახოთ რა გამოცდილება მივიღეთ ამ ტურნირისგან და როგორ გავუძლებთ წნეხს. მსოფლიო თასამდე მორაგბეებმა რაც შეიძლება მეტი ასეთი დონის თამაში უნდა ჩაატარონ, რადგან იქ ჩვენზე ძლიერ გუნდებთან გვიწევს შეხვედრა.

გაფართოებულ გუნდში 29 მსოფლიოს ჩემპიონი იყო და ასეთი ძლიერი სამატჩო რაზმის დასახელა მოულოდნელი არ ყოფილა. ჩვენთვის დიდი პატივია მათ წინააღმდეგ თამაში. ამ თემასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი და შევთანხმდით, რომ რაც უფრო ძლიერ შემადგენლობას დააყენებდა მოწინააღმდეგე, მით უკეთესი იქნებოდა ჩვენთვის. დასაკარგი არაფერი გვაქვს და ბიჭები დიდ გამოცდილებას შეიძენენ.

ნიენაბერი ბოლო წლებში სამხრეთ აფრიკის სამწვრთნელო შტაბის ნაწილი იყო და მეტოქის თამაშში დიდ ცვლილებებს არ ველოდებით. მათი სათამაშო ფილოსოფიის ფუძემდებელი რასი ერასმუსია, რომელიც ახლაც აქტიურადაა ჩართული გუნდის მზადებაში. “ბოკე” მარტივ და ეფექტურ, თავდაჯერებულ სტილს მისდევს და ფაქტია, ამან მსოფლიოს ჩემპიონობამდე მიიყვანა.

დიდი არჩევანი არც გვქონდა. ჯერ კიდევ შეკრებამდე ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავდა, რასაც დაემატა ახალი დაშავებულები, ასევე ისინი, ვინც ახალი გამოსულია კოვიდიდან და რეაბილიტაციისთვის გარკვეულ დროს საჭიროებენ. სამწუხაროდ, ნიდერლანდებთან დაშავდა და გამოგვაკლდა მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელიც ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენს. სერიის განმავლობაში გვექნება ცვლილებები. გაფართოებულ, 32-კაციან შემადგენლობაში არიან ისეთები, რომელთა მოედანზე გასვლა სამედიცინო თვალსაზრისით ამ ეტაპზე რეკომენდირებული არ იყო და მათ მომდევნო შეხვედრებში გამოვცდით“, – განაცხადა მაისაშვილმა.

ორივე შეხვედრა საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

 

 

 

 

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

 

ლევან მაისაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონთან გასამართი პირველი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა