კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლევან მაისაშვილი: “ახლა გაცილებით უკეთ ვართ მომზადებული და ამ კომპონენტში მეტოქეს არაფერს დავუთმობთ”

ლევან მაისაშვილი კომენტარი დასახელებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით

Image source: rugby.ge

 

რვა ერის პირველ რაუნდში ბორჯღალოსნები „თვიქენჰემზე“ ინგლისს ეთამაშნენ (0:40), უელსი კი ირლანდიას დუბლინში ეწვია და 9:32 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ „დრაკონებისთვის“ ეს მიჯრით მე-6 მარცხია და საქართველოსთან თამაშს განსაკუთრებული მოტივაციით ხვდებიან.

“თვიქენჰემზე” მატჩის შემდეგ, ბორჯღალოსნები რამდენიმე დღით ინგლისში დარჩნენ და უელსში გუშინ გაემგზავრნენ. ლევან მაისაშვილის თქმით, გუნდმა ნაყოფიერად ივარჯიშა და მომდევნო მატჩს წინაზე უკეთ მომზადებული ხვდება:

“წინა მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ბევრი ცვლილება არ გვაქვს. მარქაფაში გვყავს მორაგბეები, რომლებმაც მეორე ტაიმში უნდა გაგვაძლიერონ. მიუხედავად იმისა, რომ უელსმა ბოლო ექვსი თამაში წააგო, ის ძლიერი გუნდია და მათგან ბევრ ხიფათს ველით. წინა მატჩებში შეჯგუფებებში პრობლემა გვქონდა, თუმცა ახლა გაცილებით უკეთ ვართ მომზადებული და ამ კომპონენტში მეტოქეს არაფერს დავუთმობთ”.

რვა ერის მეორე რაუნდში საქართველო 21 ნოემბერს, საქართველოს დროით 21:15 საათზე ჰლანეჰლიში, “პარკ ი სკარლეთსზე” უელსს ეთამაშება.

 

 

 

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

 

ტად მაკფადენის შედეგიანი თამაში და ბურგოსელთა იოლი