კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლევან კუტალია: “დავტოვე “დინამო თბილისი” და გულწრფელად ვწუხვარ ამაზე”

Image source: "ERTIS" FK PAVLODAR

 

როგორც უკვე მოგახსენეთ, “დინამო თბილისის” ყოფილმა ფეხბურთელმა და ეროვნული ლიგის 2019 წლის საუკეთესო ბომბარდირმა, ლევან კუტალიამ პავლოდარის “ირტიშთან” კონტრაქტი გააფორმა.  ამასთან დაკავშირებით კუტალიამ სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა და “დინამოს” გულშემატკივარს დაემშვიდობა.

“როგორც იცით, დავტოვე “დინამო თბილისი” და გულწრფელად ვწუხვარ ამაზე, თუმცა ჩემსა და კლუბს შორის შეთანხმება ვერ შედგა და სამწუხაროდ, კარიერას სხვა ქვეყანაში და სხვა გუნდში გავაგრძელებ.

მოხარული ვარ, რომ “დინამოს” ჩემპიონობაში ჩემი წვლილი შევიტანე და სწორედ ამ დიდი გუნდის მაისურით გავხდი ეროვნული ჩემპიონატისა და “დინამოთბილისის” ბომბარდირი 20 გატანილი გოლით.

ჩემთვის დიდი პატივი იყო, მცმოდა ამ გუნდის მაისური და ვფიქრობ, ღირსეულად ვატარე ის.

იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება და ისევ ჩავიცვამ “დინამოს” მაისურს.

წლევანდელ ჩემპიონატში და ევროტურნირებზე კი მთელი გულით წარმატებებს ვუსურვებ “დინამოთბილისს”! ასევე მადლობა დინამოს ყველა გულშემატკივარს და განსაკუთრებით ელიტას, რომელთა მხარდაჭერასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა…” – წერს ქართველი ფორვარდი.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის თავდამსხმელმა ყაზახურ “ირტიშთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქართველმა უნგრეთიდან და რუსეთიდან შეთავაზებებზე უარი თქვა.

წყარო – Levan Kutalia

ოფიციალურად: ლევან კუტალია პავლოდარის “ირტიშს” შეუერთდა