კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლევან კორღალიძემ “საბურთალოს” დაემშვიდობა: “ორივე მხარისთვის ასე ჯობდა”

ლევან კორღალიძე საბურთალოს აღარ გაწვრთნის

Image source: FC Saburtalo ფეისბუკ გვერდი

 

41 წლის სპეციალისტმა ლევან კორღალიძემ “საბურთალოს” დაემშვიდობა. კორღალიძემ გუნდის დატოვების შესახებ საზოგადოებას ქობულეთის “შუქურასთან” 2:2 მატჩის დასრულების შემდეგ ამცნო.

“გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიმიღია, კარგა ხნის ნაფიქრი მქონდა. არ იყო იოლი ამ ყველაფერთან შეგუება, მაგრამ… “საბურთალო” ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, ჩვენ კი რვა მატჩში 5 ფრე გვქონდა ნათამაშები. დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ორივე მხარისთვის ასე ჯობდა.

“საბურთალო” იყო, არის და იქნება ჩემს გულში. უკლებლივ ყველას მადლიერი ვარ, განსაკუთრებით კი კლუბის ხელმძღვანელების, რომლებიც ყველანაირ კომფორტს მიქმნიდნენ და გვერდში მედგნენ. “ბენდელაზე” მისვლისას მწვრთნელებისგან, ფეხბურთელებისგან თუ ნებისმიერი პერსონალისგან სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი.

მინდა “საბურთალოს” მომავალში წარმატებები ვუსურვო”, – გვითხრა “საბურთალოს” უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ.

კორღალიძემ დედაქალაქური გუნდი კორღალიძემ გასული წლის სექტემბერში ჩაიბარა. ამ ხნის განმავლობაში კორღალიძის ხელმძღვანელობით კლუბმა 18 ოფიციალური მატჩი ჩაატარა – 7-ჯერ მოიგო, 6 მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო 5 შემთხვევაში დამარცხდა.

 

 

წყარო – fcsaburtalo.ge

 

 

 

 

ანდრეი დემჩენკო: “ჩვენზე ზემოთ მყოფ გუნდებს, ბათუმისა და თბილისის “დინამოებთან” ჩამორჩენა შევამცირეთ”