კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლევან კორღალიძე: “ვაგრძელებთ ბრძოლას სამეულისთვის”

ლევან კორღალიძის მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: FC Saburtalo ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ლიგაში მე-16 ტურის შეხვედრა თბილისის „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც თბილისის „საბურთალომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და მინიმალური 1:0 ანგარიშით გაიმარჯვა. ამ გამარჯვების შემდეგ, მცირე კომენტარი დედაქალაქური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ გააკეთა:

“რამდენიმე მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, კარგია რომ წარმატებას მივაღწიეთ. ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი, ვაგრძელებთ ბრძოლას სამეულისთვის. რაც შეეხება ზოგადად მატჩს – რთული შეხვედრა გამოდგა, თუმცა კარგია, რომ სამი ქულა ჩვენ მოვიპოვეთ”, – განაცხადა კორღალიძემ.

16 ტურის შემდეგ „საბურთალომ“ 24 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილი დაიკავა, ზუსტად 24 ქულა აქვს დაგროვებული გორის “დილას”. აღსანიშნავია, რომ წელს თბილისელებმა სტუმრად ქუთაისელებს 24 ივლისს ეროვნული ლიგის ფარგლებში აჯობეს – 4:0 ანგარიშით.

 

 

 

წყარო – fcsaburtalo.ge

 

 

 

 

 

გიორგი ლორია: “ძალიან ვწუხვარ რომ ვერ ავიხდინეთ ჩვენი და გულშემატკივრის ოცნება”