კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ლევან კორღალიძე: “სტარტი წარმატებული გამოგვივიდა და სასიმოვნო ტრადიცია გრძელდება”

ლევან კორღალიძის მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: FC Saburtalo ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი ტური დასრულდა. ბოლო შეხვედრაში თბილისური დერბი „საბურთალოსა“ და „ლოკომოტივს“ შორის შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

წლის პირველი გამარჯვების შემდეგ “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ კომენტარი გააკეთა.

“რთული თამაში გამოდგა, არც ველოდი იოლ შეხვედრას. პირველი ტურია და მხოლოდ “საბურთალო” არა, სხვა გუნდებიც ვერ იქნებიან ოპტიმალურ ფორმაში. შედეგით კმაყოფილი ვარ, დამსახურებულად მოვიპოვეთ სამი ქულა. მოგება ყოველთვის სასიხარულოა, თუმცა ამ მოგებით ორმაგად გახარებული ვარ. ახლა, მორიგი მატჩისთვის მოვემზადებით. ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ მინდორზე, დანარჩენს კი დრო აჩვენებს.

კარგია, რომ სტარტი წარმატებული გამოგვივიდა და სასიმოვნო ტრადიცია გრძელდება – მეშვიდე სეზონს ატარებს “საბურთალო” უძლიერესთა რიგებში და ყველა სადებიუტო შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა”, – განაცხადა ლევან კორღალიძემ.

ეროვნული ლიგის მეორე ტურში ლევან კორღალიძის გუნდი „სამგურალს“, ხოლო გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი „თელავს“ შეხვდება.

 

 

 

 

 

წყარო – FC Saburtalo

 

 

 

 

 

 

ლისაბონში იტალიელი მსაჯები გვიმსაჯებენ, ხოლო ქართველები კი სოჭში მიდიან