კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლევან კორღალიძე: “სამწუხაროდ, გუნდში ტრავმიაონობაა”

ლევან კორღალიძე მატჩისშემდგომი კომენტარი

Image source: gff.ge

 

მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე თბილისის “საბურთალომ” თანაქალაქელ “დინამოს” უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა.

დედაქალაქური დერბის დასრულების შემდეგ, კომენტარი “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ გააკეთა:

“დაძაბული და საინტერესო შეხვედრა რომ იქნებოდა ვიცოდით, რადგან მეტოქე თბილისის “დინამო” გვყავდა. ძალიან მობილიზებულები და მოტივირებულები ვიყავით, ამ ყოველივემ შედეგი გამოიღო. მთლიანობაში ურიგო ფეხბურთი არ გვითამაშია – თამაშით და შედეგით კმაყოფილი ვარ. არის გამოსასწორებელი რაღაცეები, რომელსაც დროთა განმავლობაში გამოვასწორებთ. სამწუხაროდ, გუნდში ტრავმიაონობაა, მაგრამ იმედი მაქვს ნელ-ნელა ფეხბურთელები გამოჯანმრთელდებიან და დაუბრუნდებიან “საბურთალოს”, – თქვა კორღალიძემ.

 

წყარო – fcsaburtalo.ge

 

 

 

 

თუ რომელ სტადიონზე “დილა” საქართველოს თასის 1/4 ფინალში “გაგრას” დაუპირისპირდება