კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლევან კორღალიძე: “გორის “დილასთან” გამარჯვება უკვე დავიწყებულია და მომავალი შეხვედრისთვის ვემზადებით”

მატჩი შეაფასა “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ

Image source: FC Saburtalo ფეისბუკ გვერდი

 

ეროვნული ლიგის მე-7 ტურის ცენტრალური მატჩში გორის “დილამ” დედაქალაქურ “საბურთალოს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

“დილასთან” სტუმრად გამარჯვების შემდეგ, მატჩი შეაფასა “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ:

“თავდაპირველად, მატჩი კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ მეტოქემ მოიპოვა უპირატესობა. ისე მოხდა, რომ ტაიმის მიწურულს კარგი გოლი გავიტანეთ. მეორე ტაიმის დებიუტში გაგვითანაბრეს ანგარიში, მაგრამ საბოლოოდ მაინც შევძელით 3 ქულის მოპოვება. ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. კარგია, რომ, რაც დაგეგმილი გვქონდა, იმის გაკეთება შევძელით.

რაც შეეხება მომავალ მატჩს – შემჭიდროვებულ გრაფიკში გვიწევს თამაში. “დილასთან” გამარჯვება უკვე დავიწყებულია და მომავალი შეხვედრისთვის ვემზადებით. “შუქურასთან” შეხვედრას კარგი განწყობით ვხვდებით და იმედი მაქვს, ასევე გავაგრძელებთ”, – განმარტა კორღალიძემ.

7 ტურის შემდეგ “საბურთალო” 10 ქულით ეროვნული ლიგის მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო “დილა” 11 ქულით მესამე ადგილზეა.

წყარო – fcsaburtalo.ge

 

 

 

 

 

ანდრეი დემჩენკო: “მსაჯი მატჩის მიმდინარეობას უნდა გრძნობდეს, შედეგი შედეგია – წავაგეთ”