კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლევან კობიაშვილის მიმართვა საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩამდე

კობიაშვილის მიმართვა

Image source: gff.ge

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისადმი მიმართვა გაავრცელა, რითაც ისინი გაამხნევა. კობიაშვილი წერს, რომ ევროპის ჩემპიონატი ასე ახლოს არ ყოფილა და სჯერა გამარჯვების, რადგან გუნდი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს.

“ერთი დღე დარჩა ისტორიულ შეხვედრამდე. მატჩამდე, რომელსაც პირადად მე და მთელი საქართველო ასე მოუთმენლად ველით. ხვალ თბილისში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალი და ჩვენი ნაკრებისთვის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, დინამო არენაზე ჩრდილოეთ მაკედონიას ვუმასპინძლებთ.

ასე ახლოს ევროპის ჩემპიონატთან არასდროს ვყოფილვართ. ამ უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ფინალამდე მისასვლელ ამ გრძელ გზაზე ჩვენ ნაკრებს წარმატების მიღწევაში ხელი შეუწყო. მადლობა ყველა დროის ნაკრების ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და თანამშრომელებს, რომელიც 30 წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთის ახალ ისტორიას წერდნენ. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს, ნაკრების პერსონალს, სამწვრთნელო შტაბს და პირადად ვლადიმირ ვაისს.

მთავარი გამარჯვება წინ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველს, მათ შორის მათ, ვინც ჩვენ ქვეყანას მინდორზე წარადგენს, გათავისებული აქვს ამ დღის ისტორიული მნიშვნელობა. ასეთი ერთიანი ჩვენი ნაკრები არასოდეს ყოფილა და მჯერა, რომ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ფინალს, სტადიონზე გულშემატკივრის გარეშე ვხვდებით. ჩვენმა გულშემატკივარმა წლების მანძილზე არაერთხელ დაამტკიცა თავისი ერთგულება ეროვნული გუნდის მიმართ, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ხვალ ვერცერთ მოთამაშეს გულშემატკივრისა და საკუთარი ქვეყნისადმი პასუხისმგებლობის გრძნობის სიმძაფრეს, ცარიელი ტრიბუნა ვერ შეუცვლის – ეს ბელარუსთან ნახევარფინალშიც ნათლად დავინახეთ.

ამ თამაშის მნიშვნელობაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, მხოლოდ ერთს დავამატებ, რომ მინდა მომავალმა თაობებმა, ეროვნული გუნდის მაისურით იმას მიაღწიონ, რაც მე და ჩემი თაობის ფეხბურთელებმა ვერ შევძელით. იმედი მაქვს ხვალინდელი მატჩი, სწორედ ამ საოცნებო მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იქნება.

ბოლოს, მინდა, რომ ბიჭებს, ქართულ ფეხბურთს და მთელ საქართველოს უბრალოდ ბედნიერი წუთები ვუსურვო. წუთები, რომლებიც ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში! – დაწერა ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

 

View this post on Instagram

 

🇬🇪⚽️🙏 უკვე ერთი დღე დარჩა ისტორიულ მატჩამდე. მატჩამდე, რომელსაც პირადად მე და მთელი საქართველო ასე მოუთმენლად ველით. ხვალ თბილისში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალი და ჩვენი ნაკრებისთვის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება. დინამო არენაზე ჩრდილოეთ მაკედონიას ვუმასპინძლებთ. ასე ახლოს ევროპის ჩემპიონატთან არასდროს ვყოფილვართ. ამ უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ფინალამდე მისასვლელ ამ გრძელ გზაზე ჩვენ ნაკრებს წარმატების მიღწევაში ხელი შეუწყო. მადლობა ყველა დროის ნაკრების ფეხბურთელს, მწვრთნელს და თანამშრომელს, რომელიც 30 წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთის ისტორიას წერდა. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს, ნაკრების პერსონალს, სამწვრთნელო შტაბს და პირადად ვლადიმირ ვაისს. თუმცა მთავარი გამარჯვება წინ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველს, მათ შორის მათ, ვინც ჩვენ ქვეყანას მინდორზე წარადგენს, გათავისებული აქვს ამ დღის ისტორიული მნიშვნელობა. ასეთი ერთიანი ჩვენი ნაკრები არასოდეს ყოფილა და მჯერა, რომ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ფინალს, სტადიონზე გულშემატკივრის გარეშე ვხვდებით. ჩვენმა გულშემატკივარმა წლების მანძილზე არაერთხელ დაამტკიცა თავისი ერთგულება ეროვნული გუნდის მიმართ, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ხვალ არცერთ მოთამაშეს გულშემატკივრისა და საკუთარი ქვეყნისადმი პასუხისმგებლობის გრძნობის სიმძაფრეს, ცარიელი ტრიბუნა ვერ შეუცვლის – ეს ბელარუსთან ნახევარფინალშიც ნათლად დავინახეთ. ამ თამაშის მნიშვნელობაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, მხოლოდ ერთს დავამტებ, რომ მინდა მომავალმა თაობებმა, ეროვნული გუნდის მაისურით იმას მიაღწიონ, რაც მე და ჩემი თაობის ფეხბურთელებმა ვერ შევძელით. იმედი მაქვს ხვალინდელი მატჩი, სწორედ ამ საოცნებო მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იქნება. ბოლოს, მინდა, რომ ბიჭებს, ქართულ ფეხბურთს და მთელ საქართველოს უბრალოდ ბედნიერი წუთები ვუსურვო. წუთები, რომლებიც ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში! #ჩემიქვეყნისთვის! #ჩემიგუნდისთვის!

A post shared by Levan Kobiashvili (@levankobiashvili) on

 

წყარო – Levan Kobiashvili Facebook

 

ანგელოვსკი: “ფინალში გამარჯვება გვინდა”