კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლევან კობიაშვილი: “ვლადიმერ ვაისი მარტის ჩათვლით ოფიციალურად არის ნაკრების მწვრთნელი”

Image source: gff.ge

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადაცემა „ტაიმაუტს“ ესტუმრა.

კობიაშვილი ქართულ ფეხბურთში მიმდინარე რამდენიმე აქტუალურ თემას შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება კი 26 მარტს – ბელორუსთან ჩასატარებელი მატჩი.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში და ფინალი არის მატჩი, რომელიც 26-ში გაიმართება. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდის ყველა წევრი ასე ფიქრობს. ამას გრძნობენ ფეხბურთელები, ძალიან დიდი პასუხისმგბელობა აქვთ და მიზანი გვაქვს ის, რომ სრულფასოვნად მოვემზადოთ ბელორუსთან თამაშისთვის და მე მჯერა, რომ გუნდი ამ წარმატებას მიაღწევს.

უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები და უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ იქნება ეს დანია, შვეიცარია, თუ ირლანდია ერთი თამაში მაინც მოვახერხოთ და მოვიგოთ.

ერთა ლიგას ჰქონდა სხვა დატვირთვა და იყო მინიტურნირივით. შესარჩევში კი თითქმის ყოველთვის გვქონდა პრობლემები. არა აქვს მნიშვნელობა ვის ვეთამაშებით, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად.

რა უნდა იყოს იმაზე დიდი მოტივაცია, რომ შენ შეგიძლია ეს ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის ფეხბურთისთვის გააკეთო. მე ეს ვერ შევძელი, რაც დღემდე ჩემი ყველაზე დიდი გულისტკივილია. ამ თამაშით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს აქვთ საშუალება, როცა კარიერას დაასრულებენ ჩემსავით არ იგრძნონ თავი.

ვლადიმერ ვაისი მარტის ჩათვლით ოფიციალურად არის ნაკრების მწვრთნელი და ეს ჩვენთვის თემა დახურულია, მწვრთნელს აქვს კონტრაქტი და ვემზადებით მარტის თამაშებისთვის“.

 

წყარო – 1tv.ge

ნ’გოლო კანტე ასახელებს მიზეზს თუ რატომ “პსჟში” არ გადავიდა