კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლევან კობიაშვილი: “ქედს ვიხრი გულშემატკივრების სამაგალითო ქომაგობის წინაშე”

ეროვნული ლიგის მე-6 ტურის პირველი დღის მე-2 შეხვედრაში ბათუმის “დინამომ” “ანგისის” ბაზაზე საჩხერეს “ჩიხურას” უმასპინძლა და (0:0) ფრედ დასრულდა. შეხვედრა რთულ კლიმატურ პირობებში გაიმართა. აღნიშნულ მატჩზე მოსული გულშემატკივრებს მხარი დაუჭირა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა.

“დიდი მადლობა გუნდებს და გულშემატკივრებს, რომლებმაც ამ ამინდშიც კი ბოლომდე დაუჭირეს მხარი მათ გუნდს და არ დატოვეს სტადიონი, ქედს ვიხრი მათი სამაგალითო ქომაგობის წინაშე”, – ლევან კობიაშვილის სიტყვებს ციტირებს ეროვნული ლიგის ფეისბუკის ოფიციალური გვერდი.

ეროვნული ლიგა: კახაბერ კაკაშვილის გამარჯვების მომტანი გოლი და ნულოვანი ფრე ბათუმში (ვიდეო)