კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ლევან კობიაშვილი: “გიორგი მიქაუტაძის საქართველოს ნაკრებში გამოძახების საკითხზე ვმუშაობთ”

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადაცემაში ‘სპორტი იმედზე’ გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ 19 წლის ქართველი თავდამსხმელის საქართველოს ნაკრებში ხილვა სურთ.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ საკითხზე მუშაობს. ალექსანდრე იაშვილი კომუნიკაციას აწარმოებს. ვნახოთ რა გამოვა. ჩვენ სურვილი გვაქვს იგი საქართველოს ნაკრებში ვიხილოთ, თუმცა სურვილი ორმხრივი უნდა იყოს. მიქაუტაძის გარდა სხვა ქართველი მოთამაშეების საკითხზეც ვმუშაობთ, რომლებსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ.

ადრეც გვქონდა მცდელობები უცხო მოქალაქეობის მქონე ქართველებს ჩვენს ნაკრებში ეთამაშათ, მაგრამ გარკვეულმა მოთამაშეებმა უარი განაცხადეს. მიქაუტაძის შემთხვევაშიც სრული მზაობა გვაქვს და მოლაპარაკება მიმდინარეობს“ – განაცხადა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე საფრანგეთის მოქალაქე და საფეხბურთო კლუბ “მეცის” ფეხბურთელია, რომელიც ბელგიურ “სერენში” თამაშობს. ამ გუნდის რიგებში მიმდინარე სეზონში მან 6 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

თორნიკე შენგელიამ “ცსკა”-სთან ერთად კუბანის “ლოკომოტივი” დაამარცხა