კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლევან კობიაშვილი: “ამ გუნდის მჯერა და არ მიმაჩნია, რომ ყველაფერი ჩამოინგრა”

ლევან კობიაშვილი ვაისზე ისაუბრა

Image source: gff.ge

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ნოემბრის სანაკრებო შეხვედრების შედეგები და ეროვნული გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის საქმიანობა გადაცემა “ტაიმაუტში” შეაფასა.

“კარგი იქნებოდა, ნოემბრის სანაკრებო კვირაზე პოზიტიური კუთხით გველაპარაკა. თუმცა სხვაგვარი რეალობაა. 5 წელი მივდიოდით ფინალამდე, რომელსაც ქვეყანა 30 წელი ელოდა. თუმცა, ეს ნაბიჯი ვერ გადავდგით… ევროპის ჩემპიონატზე გასვლით ქართულ ფეხბურთში ბევრი შეიცვლებოდა. თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. მომხდარის ანალიზიც საჭიროა.

სამწუხაროდ, მწარე გამოცდილება გამოდგა, მაგრამ მომავალშიც უნდა გავიხედოთ. მე კი ამ გუნდის მჯერა და არ მიმაჩნია, რომ ყველაფერი ჩამოინგრა. ვლადიმირ ვაისის დროს ნაკრებს გარკვეული საფუძველი ჩაეყარა, რომელზეც მომავალი მწვრთნელი იმუშავებს.

მოგებაში ფეხბურთელების წვლილს ვხედავთ, წარუმატებლობაში კი მწვრთნელს ვადანაშაულებთ. ჩემთვისაც გაუგებარი იყო მისი ზოგიერთი გადაწყვეტილება და შეცვლა, მაგრამ ამა საკითხზე მას საკუთარი მოსაზრებები ჰქონდა. ფაქტია, რომ ვლადიმირ ვაისი იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და კომპეტენტური მწვრთნელი, რომელსაც საქართველოს ნაკრების არსებობის ისტორიაში უმუშავია. სამწუხაროა, რომ მანაც ვერ გვიშველა და ჩვენი ხალხის 30-წლიანი ნატვრა ვერ ავასრულეთ“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

ლევან მაისაშვილი: “კოტეს ნეკნი გატეხილი არ აქვს, ტრავმა მოიშუშა ნოდარ ჭეიშვილმა”