კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ლესტერმა” “სიტისთან” უპირატესობა გაზარდა, “ტოტენჰემმა” ისევ ვერ მოიგო (ვიდეო)

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტურში „ლესტერ სიტი“ „ვესტ ჰემს“ ესტუმრა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ბრენდან როჯერსის გუნდმა „მანჩესტერ სიტისთან“ უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა და მე-2 ადგილზე კომფორტულად იმყოფება.

უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება, „ლესტერმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება კელეჩი იენაჩოსა და გრეის გოლებით მოიპოვა.

ჟოზე მოურინიოს „ტოტენჰემი“ კი ისევ არასტაბილურია და „მამლები“ აუტსაიდერ „ნორვიჩთან“ მარცხს გადაურჩნენ. „ტოტენჰემი“ ორჯერ აგებდა, მაგრამ კრისტიან ერიკსენისა და ჰარი კეინის გოლებით სახლში ქულით დაბრუნება მოახერხა.

„ვესტ ჰემი“ – „ლესტერი“ 1:2

გოლები: 0:1 იენაჩო (40), 1:1 ფორნალსი (45), 1:2 გრეი (56)

„ნორვიჩი“ – „ტოტენჰემი“ 2:2

გოლები: 1:0 ვრანჩიჩი (18), 1:1 ერიკსენი(55), 2:1 ორიე (61, ა.გ), 2:2 კეინი (83, პენ)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

ძიუდო – საქართველოს ჩემპიონატის პირველი დღის შედეგები