კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ლესტერმა” და ჯეიმი ვარდიმ რეკორდები დაამყარეს

Image source: Leicester City

 

ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურში „ლესტერ სიტიმ“ ბირმინგემში „ასტონ ვილა“ ადვილად 4:1 დაამარცხა და „ლივერპულთან“ ჩამორჩენა ისევ 8 ქულამდე შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ ბრენდან როჯერსის გუნდმა პრემიერლიგაში ზედიზედ მე-8 თამაში მოიგო და ეს ამ გუნდის ისტორიაში რეკორდია.

გარდა ამისა, ზედიზედ მე-8 თამაშში ჯეიმი ვარდიმ გაიტანა და 2015 წლის შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელსაც ასეთი წარმატებული სერია აქვს. 4 წლის წინაც, სწორედ ვარდი იყო ის მოთამაშე, ვინც რვაზე მეტ მატჩში გაიტანა ზედიზედ – 11 შეხვედრაში.

„ლესტერი“ 38 ქულით მე-2 პოზიციაზეა, ლიდერ „ლივერპულს“ 8 ქულით ჩამორჩება, ხოლო „მანჩესტერ სიტის“ 6 ქულით უსწრებს.

 

 

ესპანეთის ჩემპიონატში ისტორიული ჰეთ-თრიქი შესრულდა