კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ლესტერი” ფანტასტიკურ სერიას აგრძელებს, “მანჩესტერი” კრიზისიდან ვერ გამოდის (ვიდეო)

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგაში „ლესტერ სიტი“ ფანტასტიკურ ასპარეზობას აგრძელებს და ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო. ბრენდან როჯერსის გუნდმა ლივერპულის „ევერტონი“ დაამარცხა.

თამაში დაძაბული გამოდგა, სტუმრები 68-ე წუთამდე იგებდნენ, თუმცა „მელიებმა“ მაინც მოიგეს. გამარჯვების გოლი კი მსაჯის კომპენსირებულ ბოლო წუთზე კელეჩი იენაჩომ გაიტანა. „ლესტერს“ 32 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ლიდერ „ლივერპულს“ კი 8 ქულით ჩამორჩება.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კი პირიქით, წარუმატებლად თამაშობს და ამჯერად, ბირმინგემის „ასტონ ვილას“ შინ ვერ მოუგო და სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-9 ადგილზეა.

„მანჩესტერი“ – „ასტონ ვილა“ 2:2

გოლები: 0:1 გრილიში (11), 1:1 ჰატონი (42, ა.გ), 2:1 ლინდელოფი (64), 2:2 მინგსი (66)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

„ლესტერი“ – „ევერტონი“ 2:1

გოლები: 0:1 რიშარლისონი (23), 1:1 ვარდი (68), 2:1 იენაჩო (90)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

“ტოტენჰემმა” ბურთის მიმწოდებელი ბიჭი, რომელიც გოლის გატანაში დაეხმარა, ვახშამზე დაპატიჟა (ფოტო)