კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა

კვარაცხელიაზე თანაგუნდელმა ისაუბრა

Image source: rubin-kazan

 

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კომენტარი გააკეთა. რუსი სპეციალისტის განცხადებით, ხვიჩა ისევ საქართველოშია და ჯერ გუნდში არ იმყოფება.

„არაფერი შეცვლილა მას შემდეგ, რაც ეროვნულ ნაკრებში ვირუსი დაუდასტურდა. ისევ საქართველოშია და ველოდებით მისი დაბრუნების მომენტს. ინ ბომი და სტარფელტი უკვე ჩვენთან არიან, თუმცა ისინი დაახლოებით იმ დროს დაინფიცირდნენ. ხვიჩა აქ არაა“ – განაცხადა სლუცკიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსი 11 ნოემბერს დაუდასტურდა. ქართველი ფეხბურთელის გარეშე დღეს „რუბინმა“ მოსკოვის „ცსკას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

 

წყარო – Rubin Kazan

 

“მილანი” სერია A-ში დაუმარცხებელ სერიას აგრძელებს და ისევ მოიგო (ვიდეო)