კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნების შესახებ კითხვას უპასუხა

როდის დაბრუნდება ხვიჩა კვარაცხელია

Image source: FC Rubin Kazan

 

ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინი” რუსეთის პრემიერ ლიგის მე-15 ტურის საშინაო მატჩში “როსტოვთან0-2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ ერთმა ჟურნალისტმა მწვრთნელს ჰკითხა:

– როგორია სიტუაცია ხვიჩას, ინ ბომოსა და სტარფელტთან დაკავშირებით? როდის ელოდებით მათ ყაზანში? რამდენად რეალურია, რომ ისინი “ცსკა“-ს წინააღმდეგ მატჩისთვის დაბრუნდნენ?

ლეიონიდ სლუცკიმ ასე უპასუხა:

– სიტუაცია ჩვენგან არანაირად დამოკიდებული არაა. როგორც კი მათ ექნებათ ნეგატიური ტესტი და იმ ქვეყნების ხელისუფლება, რომლებშიც ისინი იმყოფებიან, გაუშვებენ და გადაადგილების ნებართვას მისცემენ. ინ ბომი ავსტრიაშია, სტარფელტი შვედეთში, კვარაცხელია კი საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ ყაზანური კლუბი მოსკვის “ცსკა“-ს 29 ნოემბერს საკუთარ კედლებში უმასპინძლებს.

წყარო – FC Rubin Kazan

ლიონელ მესი კიევის “დინამოს” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამოტოვებს