კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლეონიდ სლუცკი: “ხვიჩა ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერია – ისეთივე, როგორიც ჩვენს კლუბშია”

ლეონიდ სლუცკიმს ხვიჩაზე ისაუბრა

Image source: fcrk ინსტაგრამის გვერდი

 

ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების შესახებ ისაუბრა. რუსმა სპეციალისტმა რაც მთავარია ქართველ ნახევარმცველზე, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე ისაუბრა, რომელმაც შვედეთთან (0:1) ერთი ტაიმი ითამაშა, ესპანეთსა (1:2) და საბერძნეთთან (1:1) მატჩებში კი თავი გატანილი გოლებით გამოიჩინა.

“ყველა მატჩს ვუყურე, მათ შორის შვედეთთანაც, რომელშიც ხვიჩა პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. საბრძნეთთან გოლი თავის სტილში გაიტანა. ესპანელებთან კარგად შეასრულა. ჩანს, რომ ის ნაკრებში თავს უკვე ძალიან თავდაჯერებულად გრძნობს, ის ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი – ისეთივე, როგორიც ჩვენს კლუბშია”, – აცხადებს სლუცკი.

აღვნიშნთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების შეკრებიდან თავის კლუბში 2 აპრილს უნდა დაბრუნდეს. 3 პარილს, რუსეთის პრემიერ-ლიგის 24-ე ტურში ხვიჩას “რუბინს” საშინაო მატჩი “სოჭისთან” უწევს.

 

 

 

წყარო – rubin-kazan.ru

 

 

 

 

 

 

გიორგი ქვილითაია: “უკეთესი დღეები ჯერ წინაა” (ფოტო)