კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლემპარდი: “ტოტენჰემის” მწვრთნელი არასოდეს გავხდები. შეგიძლიათ 10 წლის მერეც მკითხოთ”

Image source: Getty Images

 

ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლემპარდმა განაცხადა, რომ “ტოტენჰემის” მწვრთნელი არასოდეს გახდება.

“შემიძლია მტკიცედ გითხრათ, რომ “ტოტენჰემის” მწვრთნელი არასდროს გავხდები. შეგიძლიათ იგივე კითხვა 10 წლის შემდეგაც დამისვათ. ეს არასოდეს მოხდება. 

მოურინიო სხვადასხვა კლუბებში მუშაობდა, და გუნდის გაწვრთნის მის უფლებას პატივი უნდა ვცეთ. ეს მისი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ განსჯიან ამას გულშემატკივრები, ეს ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება.ლემპარდის სიტყვებს გამოცემა AS-ი გადმოგვცემს.

შეგახსენებთ, რომ წლების წინ, როდესაც ჟოზე მოურინიო “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი იყო, განაცხადა, რომ “ტოტენჰემის” მწვრთნელი არასოდეს გახდებოდა, რამდენიმე დღის წინ კი “ტოტენჰემი” ჩაიბარა და თქვა, რომ ეს განცხადება გააკეთა მანამდე, სანამ “ჩელსი” მას დაითხოვდა.

წყარო – as.com

საკლუბო ფეხბურთი დაბრუნდა! რომელ მატჩებს ვუყუროთ დღეს?