კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ლეგენდების ტურნირში “დინამო თბილისი” “დორტმუნდს”, “ბაიერს” და “შალკეს” შეხვდება

Image source: FC Dinamo Tbilisi

 

11-12 იანვარს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი (AOK TRADITIONSMASTERS) ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას “დინამო თბილისი” მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილე 8 გუნდიდან, 7 ადგილობრივია, ერთადერთი არაგერმანული კლუბი კი სწორედ საქართველოს ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონია.

  • A ჯგუფში, ქართულ კლუბთან ერთად დორტმუნდის “ბორუსია“, ლევერკუზენის “ბაიერი” და “შალკე 04” იასპარეზებენ.
  • B ჯგუფში კი ბერლინურ ტრიოსთან – “ჰერტასთან“, “იუნიონთან” და ტენის “ბორუსიასთან” ერთად ბრემენის “ვერდერი” იასპარეზებს.

 

“დინამო თბილისის” ლეგენდათა შემადგენლობა კი ასეთია:

გიორგი ლომაია

ნუკრი რევიშვილი

ლაშა სალუქვაძე

კახა კალაძე

ალექსანდრე ამისულაშვილი

ოთარ მარცვალაძე

ლევან ცქიტიშვილი

დავით სირაძე

ალექსანდრე იაშვილი

გიორგი დემეტრაძე

ზურაბ ხიზანიშვილი

დავით კვირკველია

გუნდი ბერლინში 9 იანვრიდან შეიკრიბება, მატჩების განრიგი კი ასეთია:

  • 11 იანვარი, 20:45: დინამო თბილისი – ლევერკუზენის ბაიერი
  • 11 იანვარი, 21:42: დინამო თბილისი – დორტმუნდის ბორუსია
  • 12 იანვარი, 17:31: დინამო თბილისი – შალკე04

ნახევარფინალური და ფინალური მატჩები კი 12 იანვარს 19:00 საათიდან დაიწყება.

წყარო – FC Dinamo Tbilisi

Breaking! ლევან კუტალიამ დაადასტურა, რომ კარიერას ყაზახურ კლუბში გააგრძელებს (ფოტო)