კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლეგენდარულმა ბელგიელმა ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა

კომპანიმ კარიერა დაასრულა

Image source: fifa.com

 

„მანჩესტერ სიტისა“ და ბელგიის ნაკრების ფეხბურთელმა ვინსენ კომპანიმ კარიერა დაასრულა. ინფორმაცია ბრიუსელის „ანდერლეხტის“ ვებგვერდმა დაადასტურა.

თუმცა, ამავდროულად, 34 წლის ბელგიელი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა.

კომპანიმ კარიერა „ანდერლეხტში“ დაიწყო და ამავე გუნდში დაასრულა. გარდა ამისა, „ჰამბურგსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ ითამაშა. ინგლისურ გუნდში მან 11 წელი გაატარა და კლუბის ისტორიაში გამორჩეული კვალი დატოვა.

ბელგიის ნაკრებში კომპანიმ 2004-2019 წლებში 89-ჯერ ითამაშა, მეტოქეების კარში კი 4 გოლის გატანა შეძლო.

 

 

წყარო – Anderlecht

 

“მანჩესტერ სიტი” სტადიონზე ფეხბურთელს ძეგლს დაუდგამს