კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლეგენდარული იურგენ კლინსმანი 10 წლის შემდეგ დაბრუნდა და ბუნდესლიგის გუნდს გაწვრთნის

Image source: World Soccer Talk

 

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი იურგენ კლინსმანი, რომელიც ამჟამად სამწვრთნელო საქმიანობითაა დაკავებული, სამშობლოში დაბრუნდა და მიმდინარე სეზონის ბოლომდე ბერლინის „ჰერტას“ გაწვრთნის.

კლინმსმა ანტე ჩოვიჩი შეცვალა, რომელიც დედაქალაქელებმა წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

აღსანიშნავია, რომ კლინსმანს საკლუბო დონეზე ერთადერთი სეზონი აქვს ნამუშევარი, როდესაც 2008-2009 წლებში მიუნხენის „ბაიერნის“ მწვრთნელი იყო. გარდა ამისა, გერმანიის ნაკრების და აშშ-ს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზეც უმუშავია.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლინსმანი 90-იან წლებში მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი გახლდათ.

 

 

როგორი შემადგენლობა ექნებოდა “აიაქსს”, თავისი საუკეთესო ფეხბურთელები რომ შეენარჩუნებინა აწმყოსთან ერთად (ფოტო)