კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ლაციომ” მისთვის არნახული რეკორდი დაამყარა

Image source: James Nalton

 

იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში „ლაციომ“ „ნაპოლის“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მატჩის ბედი ჩირო იმობილეს ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, სიმონე ინძაგის გუნდმა კი, რეკორდი დაამყარა.

დედაქალაქურმა გუნდმა თავის ისტორიაში პირველად მოახერხა სერია A-ში 10 თამაშის მოგება.

„ლაციოს“ 42 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და ლიდერის პოზიციას 3 ქულა აშორებს.

„ლაციო“ – „ნაპოლი“ 1:0

გოლი: 1:0 იმობილე (82)

 

 

“ლივერპულს” ვერ აჩერებენ – “წითლების” მორიგი გამარჯვება (ვიდეო)