კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ლაციომ” “იუვენტუსი” დაამარცხა და იტალიის სუპერთასი მოიგო (ვიდეო)

Image source: SS Lazio

 

იტალიის 2019 წლის სუპერთასი რომის „ლაციომ“ მოიგო. სიმონე ინძაგის გუნდმა საუდის არაბეთში „იუვენტუსი“ დაამარცხა და ისტორიაში მეხუთედ მოიპოვა ეს ტიტული.

შეხვედრაში „ლაციო“ გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა და დამსახურებულად დაეუფლა ტიტულს. ანგარიში მე-17 წუთზე ლუის ალბერტომ გახსნა, თუმცა რომაელებმა ტაიმი ვერ მოიგეს, რადგან 45-ე წუთზე პაულო დიბალამ ახლო მანძილიდან გაათანაბრა.

მეორე ნახევარში ტურინელებმა თამაშში გარდატეხა ვერ შეიტანეს და დედაქალაქელებმა ამით მშვენივრად ისარგებლეს. სენად ლულიჩმა 73-ე წუთზე ხელმეორედ წინ გაიყვანა „ლაციო“, ხოლო მსაჯის კომპენსირებულ ბოლო წუთზე დანილო კატალდიმ ძალიან მაგარი ჯარიმა გაიტანა და რომაელებს გამარჯვება გაუფორმა.

„იუვენტუსი“ – „ლაციო“ 1:3

გოლები: 0:1 ლუის ალბერტო (17), 1:1 დიბალა (45), 1:2 ლულიჩი (73), 1:3 კატალდი (90)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

კალაშნიკოვას მარცხი ფინალში