კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ლაციომ” “ინტერს” მოუგო და გადაასწრო – სკუდეტოსთვის ბრძოლა გამძაფრდა (ვიდეო)

Image source: Info Serie A Italia

 

იტალიის სერია A-ს 24-ე ტური ცენტრალური მატჩი რომში, „ლაციოსა“ და „ინტერს“ შორის გაიმართა. ამ ტურამდე მილანელები რომაელებს ერთი ქულით უსწრებდნენ და ორივეს წელს სკუდეტოს მოგების შესანიშნავი შანსი აქვთ.

ამიტომ, დიდი ბრძოლა იყო მოსალოდნელი, რომელიც გამართლდა. „ლაციო“ უპირატესობა ფლობდა და უფრო მეტი საგოლე მომენტიც შექმნა. შესაბამისად, მისი გამარჯვება ლოგიკური იყო.

თუმცა, პირველი ტაიმი „ინტერმა“ მოიგო. ანტონიო კონტეს გუნდი ეშლი იანგმა დააწინაურა. მაგრამ მილანელთა სიხარული ხანმოკლე გამოდგა, რადგან მეორე ტაიმის დასაწყისშივე ჩირო იმმობილემ პენალტით გაათანაბრა, ხოლო სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა ოდნავ მოგვიანებით გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ლაციომ“ 56 ქულა დააგროვა და „ინტერს“ 2 ქულით გაასწრო, ხოლო „იუვენტუსს“ ერთი ქულით ჩამორჩება. თავის მხრივ, „ინტერი“ ლიდერთან 3 ქულას აგებს.

„ლაციო“ – „ინტერი“ 2:1

გოლები: 0:1 იანგი (44), 1:1 იმმობილე (50, პენ), 2:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (69)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

გენოს სრული ტრიუმფი – პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა!