კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლაშა ტალახაძემ ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა!

Image source: Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

 

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ თურქეთში ნაიმ სულეიმანოღლუს საერთაშორისო ტურნირზე, სადაც ტოკიოს ოლიმპიადის სალინცეზიო ქულები თამაშდება, სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

ტალახაძემ ატაცში 208, აკვრაში 242 და ორჭიდის ჯამში 450 კგ დააფიქსირა. შედეგად, სამივე ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ტურნირში 23 ქვეყანა მონაწილეობდა, ქათველი ძალოსანი კი, მისი აბსოლუტური გამარჯვებული გახდა. ამას გარდა, ლაშამ საკუთარ აქტივს სალიცენზიო ქულები შემატა.

 

ინგლისელმა მეკარემ პენალტი დაარტყა, მაგრამ სტადიონის განათება ჩამოაგდო (ვიდეო)