კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლაშა ტალახაძე საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად ზედიზედ მეოთხედ დაასახელეს

Image source: Caucasus Busines Week

 

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე საქართველოს 2019 წლის სპორტსმენად სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით დასახელდა.

ტალახაძემ აღნიშნულ ნომინაციაში ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა და ამ მხრივ საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია.

გამოკითხვაში მეორე ადგილზე მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ძიუდოისტ ლუხუმ ჩხვიმიანს ერგო.

გარდა ამისა, გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებშიც გამოვლინდნენ. საქართველოს საუკეთესო ქალ სპორტსმენად ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი აღიარეს, საუკუთესო გუნდის წოდება ძალოსანთა ეროვნულ ნაკრებს ერგო წილად, გოგა ბითაძე საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გახდა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად ძალოსანთა ნაკრების დამრიგებელი გიორგი ასანიძე დაასახელეს.

 

ვალვერდე: “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა, “ლივერპულთან” რომ არ წაგვეგო”