კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ლაშა ტალახაძე: “მწვრთნელებს ვემუდარებოდი, მიმიშვით-მეთქი” (ვიდეო)

ლაშა ტალახაძემ ქომაგებს უპასუხა

Image source: Lasha Talaxadze Facebook

 

მსოფლიოს 3-გზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასთვის“ ფეისბუქგვერდიდან პირდაპირ ეთერში გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა და საინტერესო ახალგაზრდებს საინტერესო რჩევები მისცა.

„სპორტსმენისთვის რეჟიმში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი კვება მათ შორისაა. შეკრებაზე თითო ვარჯიში 2 საათს შეადგენს და რაც მალე დაიწყება თითოეული ჩვენგანისთვის შეკრებები ძალიან კარგი იქნება.

სახლის პირობებში რთულია ისეთი პირობების შექმნა, რომ კარგ ფორმაში ვიყოთ. პირადად მე ვცდილობ ოპტიმალური ფორმა მაქსიმალურად შევინარჩუნო.

აპრილში ევროპის ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გადაიდო და იმეი მაქვს,რომ სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება და მონაწილეობას მივიღებ.

აუცილებლად ვეცდები 500 კგ დავძლიო, გეგმაც კი მქონდა დასახული ამ ოლიმპიადაზე, რომელიც 2021 წლის აგვისტოსთვის გადაიდო.

სიმართლე გითხრათ, ტარანენკოს რეკორდის მოხსნა აქამდეც არაერთხელ მინდოდა, მაგრამ მწვრთნელებმა არ მიმიშვეს იმ წონაზე, რომ ტრავმა არ მიმეღო, რაც სწორი გადაწყვეტილება იყო. ვემუდარებოდი მიმიშვეთ-მეთქი, მაგრამ ისევ მე გამიფრთხილდნენ, თუმცა არაუშავს, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და მომავალში კვლავ ვეცდები.

მაჯა ახლა უკეთ მაქვს, ძალიან დიდი ტკივილები მქონდა, მოძრაობის გაკეთებასაც ვერ ვახერხებდი, მაგრამ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.

ძალიან კარგი თაობა მოდის ძალოსნობაში, რომელთა შედეგიც სახეზეა, არ მახსენდება ბოლო დროს ევროპის და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატები საიდანაც ქართველები მედლები და რეკორდები ვერ წამოიღეს და ამაში მწვრთნელების ძალიან დიდი დამსახურებაა.

ლოვჩევთან კონკურენციის შანსი მოსკოვის ევროპის ჩემპიონატზე მექნებოდა, რომ არა კორონავირუსი, როგორც ვიცი მონაწილეობას აპირებდა. ბოლო შეჯიბრში მან მაჯობა, მაგრამ შემდეგ დოპინგ ტესტი ჩააგდო და გამარჯვება მე მომანიჭეს. თუმცა, ძალიან მინდა ბრძოლაში დავამარცხო და არამხოლოდ 1-2 კგ-ით ვაჯობო.

ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ სპორტთან ერთად ისწავლონ, რადგან როდესაც სპორტსმენი ხარ და თან განათლებული უფრო მეტი შანსი აქვთ. უხეშად ვიტყვი, უტვინო სპორტსმენს წარმატების დიდი შანსი არ აქვს. ამიტომ, ახალგაზრდებს კარგ სწავლას ვუსურვებ“ – თქვა ტალახაძემ.

 

 

წყარო – საქართველოს ეროვნული ფედერაცია “სპორტი ყველასთვის”

 

“ლაიფციგმა” საჩემპიონო შანსი თითქმის დაკარგა