კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლაშა სალუქვაძემ კვარაცხელიას, დავითაშვილისა და ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა

ლაშა სალუქვაძე ხვიჩაზე ილაპარაკა

Image source: Getty Images

 

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ყოფილი მცველი ლაშა სალუქვაძემ ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე და მის პერსპექტივებზე ევროპულ ისაუბრა. ლაშამ “რუბინის”  შემადგნელობაში რუსეთის ჩემპიონატის ორგზის ჩემპიონობა იზეიმა.

“კვარაცხელია ძალიან ნიჭიერი ბიჭია. ვფიქრობ, რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელები არ არიან არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთშიც. მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ხვიჩა პროფესიონალურად ემხვევა ფეხბურთს. ყველა ახალგაზრდის შესახებ ასეთი რამის თქმა ვერ შეძლებ. მაგალითად, ცხოვრობს ბაზაზე, სასიამოვნო ახალგაზრდა ბიჭია უბრალო ურთიერთობაში. მას ყველაფერი გააჩნია იმისათვის, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს.

საქართველოში ის ძალიან დაფასებულია, უკვე უამრავი პერსონალური ქომაგი ჰყავს. მის გარდა ასევე აკვირდებიან დავითაშვილსაც. ზურიკოს ყველაფერი წინ აქვს და შემთხვევით არ არის. ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები მაღალო დონეზე თამაშობს. ბოლო წლებში ბევრი ბაზები და სტადიონები აშენდა, ფედერაციამ ფეხბურთელების განათლებაზე ზრუნვა დაიწყო. დავითაშვილისა და კვარაცხელიას გარდა არის ასევე ახალგაზრდა ჩაკვეტაძე, რომელიც ბელგიაში თამაშობს”, – განაცხადა სალუქვაძემ.

შეგახსენებთ, რომ სალუქვაძე 2005 წელს “დინამო თბილისიდან” გადაბარგდა ყაზანის “რუბინში”, სადაც 2011 წლამდე ითამაშა. ლაშას ერონულ ნაკრებში 38 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი აქვს გატანილი.

 

 

წყარო – championat.com

 

 

 

 

 

თუ რატომ ხვიჩა ცხოვრობს “რუბინის” ბაზაზე და როგორ ტარასოვი, ჩორლუკა გააბრაზა (ვიდეო)