კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ლაშა გობაძე: “შენი მოსწავლეები ჩემი ჩათვლით იტყვის ყველა თავის სიტყვას”

ლაშა გობაძის განცხადება

Image source: Lasha Gobadze ფეისბუკ გვერდი

 

სამწუხაროდ გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე უმცროს ჭაბუკთა ნაკრების თავკაცი, აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ევროპისა და მსოფლიოს არაერთი ჩემპიონის აღმზრდელი ლევან შავაძე. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუკ გვერდი ავრცელებს

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის შვილიშვილს – ლაშა გობაძეს.

“მიუხედავად იმისა რომ გარკვეული სიხარული მოგანიჭე ზუსტად იმ წამიდან მივხვდი თუ რამდენის გაკეთება შემეზლო შენთვის როცა დაგკარგე. შენი მოსწავლეები ჩემი ჩათვლით იტყვის ყველა თავის სიტყვას და შენი სახელი უკვდავი იქნება მარად და მარად. შენ დარჩები ხალხისათვის იმის მაგალითი თუ როგორი მონდომება უნდა ქონდეს ადამიანს რომ იყოს როგორც ადამიანობაში ისე სპორტში ღირსეული ადამიანი და ჩემპიონი და ყველა ის ადამიანი ვისაც შენთან შეხება ჰქონდა ემახსოვრები არა ისე როგორც ლევან შავაძე არამედ ყოველთვის დარჩები ლევან მასწავლებელი” , – წერს ლაშა გობაძე.

 

 

წყარო – GeoWrestlingOfficial

 

 

 

 

 

 

ძიუდოს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სამმა ქართველ სპორტსმენმა მედლის მოპოვება შეძლო