კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლაშა ბექაურმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 5 მედლით დაასრულა

Image source: eju.net

 

ქართველმა ძიუდოისტებმა ლისაბონის ევროპის ჩემპიონატის მესამე და დასკვნით დღეს 4 სამედლო ბრძოლა გამართეს. განსაკუთრებული გამოდგა 90კგ წონითი კატეგორია, სადაც ქართული ფინალი შედგა ლაშა ბექაურსა და ბექა ღვინიაშვილს შორის, რომელიც ბექაურის წარმატებით დასრულდა.

ბექა ღვინიაშვილი მეორე წრიდან შეუდგა ასპარეზობას. თანაგუნდელთან შეხვედრამდე კი დაამარცხა ესტონელი, რუმინელი, უნგრელი და რუსი მოწინააღმდეგეები.

ბრინჯაოს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა 100კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ილია სულამანიძეს. ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი მესამე ადგილისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ფრანგ ალექსანდრ იდირთან „ოქროს” ქულით დამარცხდა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ლიდერმა ვარლამ ლიპარტელიანმა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა ვერ შეძლო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის მედლების კოლექცია ექვსამდე გაზარდა.

გურამ თუშიშვილმა ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დასრულდა. ქართველი მძიმეწონოსანი ბრინჯაოს მედალზე გადაერთო და შანსი წარმატებით გამოიყენა კიდეც.

საქართველოს ნაკრებმა კაცთა გუნდურ ჩათვლაში 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით პირველი ადგილი დაიკავა.

 

 

 

წყარო – geonoc

 

 

 

 

 

 

მარიამ დალაქიშვილი შიკმენტიის ტურნირის ნახევარფინალშია