კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლაშა ბექაურის პირველი კომენტარი: “ვიცი რომ ჩემი ხალხი ბედნიერია ჩემი გამარჯვებით”

ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის დაუფლების შემდეგ ბექაურმა პირველი კომენტარი გააკეთა

Image source: Georgian National Olympic Committee ფეისბუკ გვერდი

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს -90კგ წონით კატეგორიაში 21 წლის ლაშა ბექაური ოქროს მედალი მოიპოვა.

ბექაური ფინალში 24 წლის გერმანელ ედუარდ ტრიპელის შეხვდა და ვაზარის ილეთით გაიმარჯვა. ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის დაუფლების შემდეგ ბექაურმა პირველი კომენტარი გააკეთა:

“ეხლა წარმომიდგენია ჩემი ხალხი როგორი გახარებულია და ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს გულშემატკივარს. მინდა მივულოცო ეს გამარჯვება სრულიად საქართველოს, ვიცი რომ ჩემი ხალხი ბედნიერია ჩემი გამარჯვებით, ბოლომდე ვიბრძოლე დღეს სამშობლოსთვის. ძალიან მიყვარხართ…” , – განაცხადა ბექაურმა.

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 2 ვერცხლისა და 1 ოქროს მედალია.

 

 

წყარო – Georgian National Olympic Committee

 

 

 

 

 

 

 

ტალახაძემ ბექაურს: “ეს თუ ჭკვიანი იყოს…”