კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლაშა ბექაური ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ წლის ახალბედა ძიუდოისტად აღიარა

Image source: Georgian Judo Federation

 

19 წლის ლაშა ბექაური ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ წლის ახალბედა ძიუდოისტად აღიარა.

IJF-ის ოფიციალურ გვერდზე 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს მცირე სტატია მიუძღვნეს, სადაც მოკლედ მისი წლევანდელი მიღწევებია ჩამოთვლილი.

შეგახსენებთ, რომ ბექაურმა ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიინატები მოიგო და მსოფლიოს რეიტინგში 36-ე ადგილზე აღზევდა.

სტატიაში ნახსენებია, რომ ქართველს წლეულს დებიუტი მაისში ბაქოს დიდ სლემზე ჰქონდა, სადაც სერბთა მსოფლიოს ჩემპიონ ნემანია მაიდოვთან წააგო. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ მას სეზონის ბოლო დიდი ტურნირის – მსოფლიოს მასტერსის მოგება შეეძლო. განსაკუთრებით გამორჩეულია მასტერსზე ბექაურის მოგება ჰოლანდიელთა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ნოელ ვან ტ ენდთან. ნახსენებია ასევე იაპონელი სანშირო მურაოს, თურქ მსოფლიოს ფინალისტისა და მეორე ევროპული თამაშების ჩემპიონ მიხაელ ოზერლერისა და ესპანელთა შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონის, ქართველი ნიკოლოზ შერაზადიშვილის დამარცხება.

წყარო – ijf.org

ბუდუ ზივზივაძე უნგრეთში შემოდგომის საუკეთესო ფეხბურთელთა სიმბოლურ გუნდში მოხვდა