კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლაშა ბექაური ჩინეთში მასტერსის გამარჯვებული გახდა!

Image source: IJF

 

ცინდაოს 2019 წლის მასტერსზე პირველი ქართველი გამარჯვებული გამოვლინდა. ლაშა ბექაურმა საქართველოს პირველი ოქრო შესძინა.

90 კგ. წონით კატეგორიაში გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ბექაურის მეტოქე იყო ნიკოლოზ შერაზადაშვილი, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს. ლაშამ ნიკოლოზი იპონით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ამავე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი პირველივე შეხვერდრებში დამარცხდნენ.

ბრინჯაოს მედლისთვის 100 კგ. წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი რუსეთის სახელით მოასპარეზე სომეხ არმან ადამიანს დაუპირისპირდება.

+100 წონით კატეგორიაში კი გელა ზაალიშვილი და ლევან მატიაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ.

 

წყარო – ijf.org/, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია

გველესიანის მე-4 გოლი! ქართველი მცველი ირანში შეუჩერებელია (ვიდეო)